Nokia 1616 - მუშაობის პირობები

background image

მუშაობის პირობები
ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოტალღების

გამოსხივებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, როდესაც

აპარატს იყენებთ ნორმალურ პოზიციაში ყურთან, ან

მინიმუმ 2,2 სანტიმეტრი (7/8 ინჩი) მანძილზე

სხეულიდან. როდესაც ჩანთაში დებთ, ქამარზე

იმაგრებთ, ან ბუდეს იყენებთ აპარატის სხეულთან

ახლოს სატარებლად, იგი არ უნდა შეიცავდეს მეტალს

და აპარატი თქვენგან დაშორებული უნდა იყოს

ზემოთ ნახსენები დისტანციით.

მონაცემთა ფაილების ან წერილების გასაგზავნად,

მოწყობილობას სჭირდება მაღალი ხარისხის კავშირი

ქსელთან. მონაცემთა ფაილების ან წერილების

გაგზავნა შეიძლება გადაიდოს ასეთი კავშირის

დამყარებამდე. გადაცემის დასრულებამდე დაიცავით

ინსტრუქციაში მითითებული დისტანცია.

მოწყობილობის ნაწილები მაგნიტურია. აპარატმა

შეიძლება მიიზიდოს მეტალის საგნები. არ მოათავსოთ

საკრედიტო ბარათი ან ინფორმაციის სხვა მაგნიტური

მატარებელი მოწყობილობასთან ახლოს, რადგან

შეიძლება დაზიანდეს მათზე შენახული ინფორმაცია.