SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩასმა
ამ ტელეფონისთვის გამოიყენება BL-5CB კვების ელემენტი.
უსაფრთხოდ ამოღება. კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.
1 ჩადეთ თითი აპარატის ქვედა ნაწილში მოთავსებულ ჭრილში, ფრთხილად
ასწიეთ და მოხადეთ უკანა საფარი (1).
2 ამოსწიეთ კვების ელემენტი და ამოიღეთ იგი (2).
3 ჩასვით SIM ბარათი (3). დარწმუნდით, რომ კონტაქტებიანი ზედაპირი
სახით ქვემოთაა, ხოლო SIM ბარათის წაკვეთილი კუთხე მიმართულია
აპარატის ქვემოთკენ.
4 ისევ ჩასვით კვების ელემენტი (4) და დაახურეთ უკანა სარქველი (5, 6, 7).